ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ორ მედიაგამოცემას დახურავენ, ჟურნალისტების წინააღმდეგ კი, გამოძიებას იწყებენ

6 ოქტომბერი, 2016 • 1363
ცხინვალში ორ მედიაგამოცემას დახურავენ, ჟურნალისტების წინააღმდეგ კი, გამოძიებას იწყებენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა დაინტერესდა იმ ჟურნალისტებით, რომლებიც, მათი აზრით, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, კრიტიკიდან უცენზურო გამონათქვამებზე გადავიდნენ.

ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა განაცხადა.

მისი განცხადებით, აკრძალავენ ვებ-გვერდებს,  “ALON info” დa Uasdan.com.

“ეს საინფორმაციო რესურსები რეგულარულად სცდებიან ნორმალური კრიტიკის ზღვარს და ადამიანის ღირსების შემლახავ გამონათქვამებზე გადადიან, თავისუფლად იყენებენ უცენზურო გამონათქვამებს ოფიციალური წარმომადგენლების მიმართ. ეს ყველაფერი კანონისა და ადამიანის უფლებების დარღვევაა, ამიტომაც ეს რესურსები სასამართლოს მიერ აიკრძალება”.

მისივე თქმით, დაიწყება გამოძიება ჟურნალისტების, ელინა მარზოევას, სოსლან კოკოევისა და ნარ გაბარაევის მიმართ სისხლის სამართლის, მათ შორის ცილისწამების მუხლით.

“ცხინვალის მცხოვრები ნარ გაბარაევი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს პარლამენტის სპიკერ ანატოლი ბიბილოვზე, როდესაც მასზე მომზადებულ სტატიებში ამბობს, რომ მას არ აქვს უმაღლესი განათლება. ჟურნალისტმა ელინა მარზოევამ კი სრულიად ცინიკურად დაწერა სტატია ლეონიდ თიბილოვის მიერ რუსი სამხედრო მოსამსახურეების მშობლებისთვის ნაჩუქარ სამახსოვრო ვერცხლის მონეტების შესახებ”.

დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელებში უკვე მოჰყვა კრიტიკა ადგილობრივი მოქალაქეების მხრიდან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი