ახალი ამბები

ლეიბორისტების წინასაარჩევნო შეკრება ფილარმონიაში [ვიდეო]

6 ოქტომბერი, 2016 • 1871
ლეიბორისტების წინასაარჩევნო შეკრება ფილარმონიაში [ვიდეო]

6 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ლეიბორისტულმა პარტიამ მხარდამჭერებთან წინასაარჩევნო დასკვნითი შეხვედრა გამართა, სადაც შალვა ნათელაშვილი ერთი საათის განმავლობაში აკრიტიკებდა ხელისუფლებას და თავისი გუნდის უპირატესობებზე საუბრობდა.

შეხვედრაზე დასასწრებად ლეიბორისტების მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ, თუმცა მათი უმეტესობა თბილისიდან იყო. პარტიის ამომრჩევლებს ფილარმონიაში არაერთი ბავშვი ჰყავდათ მიყვანილი, რომელთა ნაწილი ლეიბორისტების სააგიტაციო ბუკლეტებით და დროშებით დადიოდნენ.

შალვა ნათელაშვილის გუნდის მხარდამჭერებმა ფილარმონიის წინ შეკრება დაანონსებულზე ადრე დაიწყეს, თუმცა ღონისძიება ერთი საათით გვიან დაიწყო. მანამდე, თბილისის საკონცერტო დარბაზში შეკრებილ ამომრჩეველს პროექტორით პარტიის წინასაარჩევნო ვიდეორგოლებს უჩვენებდნენ. პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას განმარტებით, ისინი რუსთავი 2-ის ეთერში ჩართვას ელოდებოდნენ და ამის გამო დაგვიანდა ნათელაშვილის სცენაზე გამოსვლა.

სიტყვით გამოსვლისას ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი თავისი გუნდის მხარდამჭერებს დაჰპირდა, რომ მალე ლეიბორისტული პარტიის სახით საქართველოს ეყოლება ეროვნული მთავრობა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ლეიბორისტული პარტია მოსახლეობას ჰპირდება, რომ სწავლის გადასახადს გააუქმებს და ახალგაზრდებს მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება. ნათელაშვილი ასევე აცხადებს, რომ გააუმჯობესებს ჯანდაცვის პროგრამას და გადაუდებელ ოპერაციებს/მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაუფარავს ხალხს, ასევე, შეამცირებს მედიკამენტების ფასებს.

შალვა ნათელაშვილის გარდა თბილისის საკონცერტო დარბაზის მთავარი სცენიდან დღევანდელ შეკრებაზე არავის უსაუბრია. ლეიბორისტული პარტიის პირველი ნომერი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მმართველ გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდა. ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ორ დღეში მისი გუნდი აუცილებლად გაიმარჯვებს.

ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერები თბილისის საკონცერტო დარბაზთან. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე

ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერები თბილისის საკონცერტო დარბაზთან. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე

გიორგი გუგავა შალვა ნათელაშვილის სცენაზე გამოსვლამდე. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გიორგი გუგავა შალვა ნათელაშვილის სცენაზე გამოსვლამდე. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შალვა ნათელაშვილი სიტყვით მიმართავს ამომრჩეველს. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შალვა ნათელაშვილი სიტყვით მიმართავს ამომრჩეველს. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ლეიბორისტების წინასაარჩევნო შეხვედრა ამომრჩეველთან. თბილისის საკონცერტო დარბაზი. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ლეიბორისტების წინასაარჩევნო შეხვედრა ამომრჩეველთან. თბილისის საკონცერტო დარბაზი. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შალვა ნათელაშვილი სიტყვით გამოსვლისას და ლეიბორისტების მხარდამჭერები ფილარმონიაში. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შალვა ნათელაშვილი სიტყვით გამოსვლისას და ლეიბორისტების მხარდამჭერები ფილარმონიაში. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტების ყრილობა ფილარმონიაში. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტების ყრილობა ფილარმონიაში. 06.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი