ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ამომრჩეველთა სიის გადამოწმებას იწყებს

22 ივნისი, 2012 • 982
“ქართული ოცნება” ამომრჩეველთა სიის გადამოწმებას იწყებს

კოალიცია ამომრჩეველთა სიის გადამოწმებას  მთელი საქართველოს მასშტაბით, 63 ოლქში ერთდროულად დაიწყებს.
“კარდაკარში” სულ 10 000–მდე აქტივისტი იქნება ჩართული, რომლებსაც ეცმევათ მაისურები კოალიცია “ქართული ოცნების” ლოგოს გამოსახულებით, ექნებათ სპეციალური სამკერდეები, სახელის და გვარის და კარდაკარის შტაბის ცხლი ხაზის ტელეფონის ნომრის მითითებით”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ 22 ივნისს. მისი თქმით, კარდაკარის ჩატარებით კოალიცია უზუსტობების აღმოფხვრას შეეცდება.

კოალიცია აცხადებს, რომ  მოახდენს:

  • ხმის უფლების მქონე პირების ფაქტობრივი მდგომარეობის გადამოწმებას;
  • საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების გამოვლენას;
  • მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას;
  • ამომრჩევლის მოსახლოდნელი აქტივობის გაზომვას;
  • ამომრჩევლის განწყობის გაზომვას;
  • უმისამართო პირადობის მოწმობების მქონე ამომრჩევლების გამოვლენას;
  • დუბლირებულ მისამართებზე მცხოვრები ამომრჩევლების გამოვლენას.

კოალიცია “ქართული ოცნების” ადვოკატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ყველა ის დოკუმენტაცია წარმოადგინა, რაც კარდაკარში მონაწილის ლურჯ საქაღალდეში იქნება მოთავსებული:

“ეს არის ის დაცული ქონება, რომლის ხელყოფაც არ შეიძლება და მინდა გავაფრთხილო პოლიციელები და ხელისუფლებასთან დაკავშირებული კრიმინალები, რომ ამ ქონების ხელყოფა ჩაითვლება ჩვენი საკუთრების ხელყოფად”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.  მისი თქმით, საქაღალდეში აუცილებლად იქნება საარჩევნო უბნის პასპორტი, რომელშიც არის ყველანაირი საჭირო ინფორმაცია, მათ შორის ამომრჩეველთა სახელები და გვარები.

“კარდაკარის” პრინციპით საარჩევნო სიების გადამოწმებას კოალიცია 24 ივნისს დაიწყებს.  ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, უზუსტობების აღმოჩენის შემდეგ კოალიცია ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას მიმართავს და ხარვეზების აღმოფხვრას მოსთხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი