ახალი ამბები

უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია სამინისტროს კარტოფილის უფასოდ დარიგების თაობაზე

22 ივნისი, 2012 • 1441
უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია სამინისტროს კარტოფილის უფასოდ დარიგების თაობაზე

ამას გარდა, კომისიის რეკომენდაციაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ კატეგორიის ქონება სოციალური მიზნებისთვის მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ასევე, ბავშვთა სახლებსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში შემავალ სხვა დაწესებულებებს გადასცეს.

 

კომისიამ რეკომენდაცია მას შემდეგ გასცა, რაც 18 ივნისს ქალაქ რუსთავის მერიამ სოციალურად დაუცველ 420 ოჯახს  კარტოფილი გადასცა უსასყიდლოდ.

 

აღნიშნული ფაქტის შესწავლის შედეგად კომისიამ გამოარკვია, რომ რუსთავის მერიამ კარტოფილი მიიღო ფინანსთა სამინისტროსგან, რომელმაც საბიუჯეტო დავალიანების გამო აღნიშნული პროდუქტი ერთ-ერთ ორგანიზაციას ჩამოერთვა.

 

“აღნიშნული სოციალური აქცია არც სახელმწიფო, არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიზნობრივი თანხების გამოყოფას არ უკავშირდება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფინანსთა სამინისტრო ჩამორთმეული უკანონო ქონებით, მათ შორის მალეფუჭებადი პროდუქტით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფას ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით ადრეც ახორციელებდა.  თავისთავად მსგავსი პრაქტიკა უკანონო ქმედებას არ წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყებათაშორისი კომისია ავრცელებს.

 

მიუხედავად ამისა, კომისიამ რეკომენდაცია წინასაარჩევნო ვითარების გათვალისწინებით გასცა “იმისათვის, რომ არ მოხდეს  დამკვიდრებული პრაქტიკის  საარჩევნო აგიტაციასთან ასოცირება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი