ახალი ამბები

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა

21 ივნისი, 2012 • 972
აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა აღდგა

სამართალდაცავები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, რა მოხდა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე.

გამზირის ერთ-ერთი მონაკვეთი გადაკეტილი იყო დაახლეობით ერთი საათის განმავლობაში და მოძრაობა 22:25 წუთისთვის აღსდგა.

მოქალაქეების განცხადებით, ერთ-ერთმა მოქალაქემ ნაგვის ურნაზე შავი პოლიეთილენის ყუთი შენიშნა და პოლიციას შეატყობინა.  

სამართალდამცავებმა მოქალაქეების ნაწილი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს, ხოლო გამნაღველები რამდენიმე ხანი მუშაობდნენ, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა.  მოქალაქეების თქმით, შავი პარკი “დაზღვევის მიზნით” ააფეთქეს თავად გამნაღველებმა, თუმცა შიგ არა ასაფეთქებელი ნივთიერება, არამედ ნაგავი აღმოჩნდა. მაგრამ აღმაშენებლის გამზირზე მყოფ სამართალდამცავებს განმარტება ჟურნალისტებთან არ გაუკეთებიათ.

ამ დროისთვის მოქალაქეებს უკვე მისცეს საცხოვრებლებში დაბრუნების უფლება და სამანქანო მოძრაობაც აღსდგა.

ფოსტის მიმდებარე ტერიტორია საეჭვო ნივთის აფეთქების შემდეგ
ფოსტის მიმდებარე ტერიტორია საეჭვო ნივთის აფეთქების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი