ახალი ამბები

აღმაშენებლის გამზირზე გამნაღმველები მუშაობენ

21 ივნისი, 2012 • 919
აღმაშენებლის გამზირზე გამნაღმველები მუშაობენ

ამ წუთებში გადაკეტილია აღმაშენებლის გამზირის ნაწილი თბილისში, სადაც გამნაღმვნელები ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ.

სამართალდამცავების თქმით,  ძიება შეტყობინების გამო მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილს საცხოვრებელი სახლები დაატოვებინეს.

გამზირის იმ მინაკვეთზე, სადაც გამნაღმვნელები მუშაობენ, განთავსებულია ნაციონალური მოძრაობისა და “ქართული ოცნების” ოფისები. თუმცა სამართალდაცავები ძირითადად არა ამ ოფისებთან, არამედ მათ შორის მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან არიან მობილიზებული. 

ცოტა ხნის წინ მოქალაქეებს უკან დახევა სთხოვეს და აფეთქების ხმაც გაისმა.

“ნეტგაზეთი” დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.  

მასალების გადაბეჭდვის წესი