ახალი ამბები

ანონსი – 6 ოქტომბერი

5 ოქტომბერი, 2016 • 1726
ანონსი – 6 ოქტომბერი

გთავაზობთ 6 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


10:30 საათზე, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან. საკონტაქტო პირი: ირაკლი გაფრინდაშვილი – 599561847.


10:30-12:45 საათზე, მედია მონიტორთა გუნდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგებს წარადგენს. პროექტი ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პრეზენტაციას გახსნიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი. მისამართი: სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია”, დარბაზი #3.


11:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” გლდანი-ავჭალის #20 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელზა ჯმუხაძე გლდანის გამგეობაში გამგებლის სახელზე განცხადებას შეიტანს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მისი მოსახლეობასთან შეხვედრებისას აღმოჩენილ პრობლემატურ საკითხებს შეეხება. მისამართი: დ. სარაჯიშვილის ქუჩა I გ. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598700642.


11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს და მიწის რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის ორი თვის შედეგებს შეაჯამებს. მისამართი: ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის 24ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).


11:00 საათზე, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული მდგომარეობის და ბოლო წლებში მიღწეული შედეგების განხილვის მიზნით, ასოციაციის ,,ქართული ღვინო“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და 40-მდე კომპანია. მისამართი: სასტუმრო “რადისონი“, თბილისი.


11:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: თბილისში მომხდარი აფეთქება და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის ქ #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა – 595018249.


12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება პლენუმის სხდომა, რომელზეც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხები.


12:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი, ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. თემა: თბილისში მომხდარი აფეთქება და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის ქ #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა – 595018249.


12:00 საათზე, საზოგადოებრივ პრესცენტრში, “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მის: კოსტავას N68. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598700642.


12:00 საათზე, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას ქალის მკვლელობის საქმეზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და იურისტი ისაუბრებენ 12 ივლისს, ფონიჭალაში მეუღლის მიერ 20 წლის ქალის მკვლელობის საქმეში პოლიციელის სავარაუდო სამსახურებრივ გულგრილობაზე. მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68, II კორპუსი, III სართული, „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბი.


12:00 საათზე, ევროპის სახლში საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის GMTU პრეზენტაცია გაიმართება. GMTU წარმოადგენს საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირის დარგობრივ გაერთიანებას, რომელიც ქართული მედიის უფლებებს ხვალიდან დაიცავს. მისამართი: შალვა დადიანის N2, თავისუფლების მოედანი.


12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება.


13:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: არ დავუშვათ “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი სატელიტების ხელისუფლებაში მოსვლა.


14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება პლენუმის სხდომა, რომელზეც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ(ებ)ის წარდგენისა და არჩევის საკითხი.


14:00 საათზე, ახალ სამშობიაროს – „PINEO Luxury“-ს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამშობიაროს დირექტორთან, ზაზა სინაურიძესთან ერთად გახნის. მისამართი: გორგასალის N93, თბილისი. საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599120009.


14:00 საათი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში 2016 წელს. ანგარიშში გაანალიზებულია საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული მდგომარეობა. საანგარიშო პერიოდი 2016 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე დროის შუალედს მოიცავს. მისამართი: სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისი“, მერაბ კოსტავას #14.


15:00 საათზე, გაიხსნება არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი. მედიაცენტში 8 და 9 ოქტომბერს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ბრიფინგებს გამართავს. ეს ორგანიზაციებია: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალეობა, მრავალეროვანი საქართველო, საზოგადოებრივი დამცველი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. საკონტაქტო პირი: თამარ ჩიქოვანი – 599570877.


16:00 საათზე, ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა ბიზნეს ინკუბატორის გუნდი Ad Move თავის პროდუქტის პრეზენტაციას გამართავს. სტარტაპი ქართულ სარეკლამო ბაზარზე გამოჩნდა. გუნდის დამწყები ბიზნესის შექმნის იდეა ტექნოპარკის სივრცეში იქცა რეალობად. მისამართი:  ინოვაციების ქ. N7, ოქროყანა, თბილისი.


17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო იწყებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის განხილვას, რომლითაც მოთხოვნილია ,,პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილობა. კერძოდ, საია ითხოვს იმ ბრძანებების უკანონოდ ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის ,,სოლოლაკის ბაღები“-ს და ,,სოლოლაკის მაღლობი“-ს მშენებლობა. დავაში მოპასუხე მხარეებს წარმოადგენენ სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო და საქართველოს ეკონოიკისა და მდგვრადი განვითარების სამინისტრო. სხდომა გაიმართება 33-ე დარბაზში.


18:00 საათზე, ქალაქ ბათუმის კონსერვატორიის სააქტო დარბაზში, გაიმართება ბათუმის #69- ე საარჩევნო ოლქის საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა საჯარო დისკუსია. თითოეულ კანდიდატს ექნება რეგლამენტით განსაზღვრული თანაბარი დრო საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციისთვის, ასევე დებატებისთვის. ღონისძიების ფარგლებში ამომრჩევლები დაუსვამენ შეკითხვებს დეპუტატობის კანდიდატებს. შეხვედრას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია “შენ დემოკრატიისთვის”. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ბატონი ზვიად ქორიძე. შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი. მისამართი: თავდადებულის N20. საკონტაქტო პირი: რატი რატიანი – 555 971159.


18:00 საათზე, „მწერალთა სახლში“ გაიმართება ღონისძიება „ეძღვნება საქართველოს“, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სანკტ-პეტერბურგის გამომცემლობა „ვიტა ნოვას“ რუსულ-ქართული ერთობლივი პროექტების ფარგლებში გამოცემული წიგნები: „ვეფხისტაოსანი“ ლორეტა აბაშიძე-შენგელიას ილუსტრაციებით, „ქართული ხალხური ზღაპრები“ და „მათეს სახარება“ მამია მალაზონიას ილუსტრაციებით. წიგნებს წარადგენენ: პოეტი, გამომცემელი ალექსეი ზახარენკოვი; მწერალი, მთარგმნელი, რედაქტორი ნატალია სოკოლოვსკაია. საქართველოს დამსახურებული მხატვრები ლორეტა აბაშიძე-შენგელია და მამია მალაზონია. საღამოს ფარგლებში მოეწყობა ილუსტრაციების ორიგინალების გამოფენა. კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, პოეტი ტატიანა ალიოშინა და ავტორი ალექსეი ზახარენკო შეასრულებენ სიმღერებს, მწერალი ნატალია სოკოლოვსკაია წაიკითხავს ქართული პოეზიის თარგმანებს. მისამართი: მაჩაბლის ქ. №13.


18:00 საათზე, გაიმართება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მე-20 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კობა კობალაძის საარჩევნო კამპანიის საზეიმო ღონისძიება. მისამართი: დ. სარაჯიშვილის N6, სარაჯიშვილის სკვერი. საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია – 599508355.


მასალების გადაბეჭდვის წესი