ახალი ამბები

არჩევნებამდე 3 დღით ადრე ენმ–მ მხარდამჭერები თბილისში შეკრიბა [ფოტო/ვიდეო]

5 ოქტომბერი, 2016 • 2763
არჩევნებამდე 3 დღით ადრე ენმ–მ მხარდამჭერები თბილისში შეკრიბა [ფოტო/ვიდეო]

5 ოქტომბერს თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია გაიმართა. პარტიის მხარდამჭერები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ დედაქალაქში.

ვარდების რევოლუციის მოედანზე ენმ-ის აქციის მონაწილეებს ოდესიდან სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მის ჩართვას წინ უძღოდა  ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა “მე გადავცურავ ზღვას” და შავი ზღვის კადრი, რომლის ფონზეც მიმდინარეობდა სააკაშვილის ჩართვა. ოდესის გუბერნატორი აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს და განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში “დიდი ქოციანობა” დასრულდება. მისი თქმით, სამი დღეა დარჩენილი “ზღვის გადმოლახვისთვის”.

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წევრი გამოჩნდა, რომლებიც ენმ–ის მხარდამჭერთა ნაწილმა პროვოკატორებად აღიქვა. ისინი პარტიის ლურჯი მაისურებით რუსთაველის მეტრომდე მივიდნენ და მალევე ოპერის წინ, მმართველი გუნდის ოფისში დაბრუნდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო ათობით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებიც მათ გადაადგილებას აკვირდებოდა.

ოცნების მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრები ამბობდნენ, რომ მხოლოდ მათი მეგობარი გააცილეს და პროვოკაციის მოსაწყობად არ მისულან ენმ–ის აქციაზე, თუმცა ასევე განაცხადეს, რომ რამდენიმე დღეში ნაციონალური მოძრაობა დიდი უპირატესობით დამარცხდება.

ენმ–ის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ვარდების რევოლუციის მოედანზე ცოცხმობმული დრონიც გამოჩნდა, რომელმაც რამდენჯერმე შემოუფრინა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და ლიდერებს.

დაახლოებით ერთ საათში ვარდების მოედნიდან ენმ–ის მხარდამჭერები საპროტესტო მსვლელობით წმინდა გიორგის ძეგლისკენ დაიძრნენ. მათ წინ დრამერების გუნდი მიუძღვოდათ, რომლებიც მუსიკალურად აფორმებდნენ აქციას, ხოლო მათ უკან მოდიოდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბანერით “ერთად გავიმარჯვებთ”.

წმინდა გიორგის ძეგლთან მისვლამდე, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ შეჩერდნენ, სადაც ქართული ოცნებისა და პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისები მდებარეობს. ოფისებიდან ორივე პარტიის წევრები აკვირდებოდნენ ენმ–ის მსვლელობას, თუმცა სიტუაცია არ გამწვავებულა.

ენმ–ის აქცია დაახლოებით 19:30 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც სამართალდამცავები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. მალევე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგა.

მას შემდეგ, რაც ენმ-ის პროპორციული საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ, ვარდების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა, აქციაში ჩაერთო საქართველოს წინა პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან. ფოტოზე ჩანს, აქციის ერთ-ერთი მთავარი ეკრანის უკან "ქართული ოცნების" რეკლამა. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მას შემდეგ, რაც ენმ-ის პროპორციული საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ, ვარდების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა, აქციაში ჩაერთო საქართველოს წინა პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან. ფოტოზე ჩანს, აქციის ერთ-ერთი მთავარი ეკრანის უკან “ქართული ოცნების” რეკლამა. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ენმ-ის მხარდამჭერები ვარდების მოედანზე შეკრებას 17:00 საათამდე განაგრძობდნენ. აქციაზე ნახავდით პოსტერებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული წარწერებით. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ენმ-ის აქციაზე, თბილისის გარდა, იმყოფებოდნენ პარტიის მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან - სამეგრელოდან, კახეთიდან და ა.შ. ფოტოზე ჩანს ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ახმედ იმამყულიევი მარნეულში. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ენმ-ის აქციაზე, თბილისის გარდა, იმყოფებოდნენ პარტიის მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან – სამეგრელოდან, კახეთიდან და ა.შ. ფოტოზე ჩანს ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ახმედ იმამყულიევი მარნეულში. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ვარდების მოედანზე შეკრება დღის სამი საათიდან დაიწყეს. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა ვარდების მოედანზე შეკრება დღის სამი საათიდან დაიწყეს. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ენმ-ის ლიდერებს გამოსვლის დაწყება 16:00 ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა იმის გამო, რომ აქციის მონაწილეებს რეგიონებიდანაც ელოდებოდნენ, ლიდერებმა სიტყვით გამოსვლა 17:00-ზე დაიწყეს. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ენმ–ის მხარდამჭერები ვარდების მოედანზე აქციის დაწყებიდან 10 წუთში. ფოტო © ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ენმ–ის მხარდამჭერები ვარდების მოედანზე აქციის დაწყებიდან 10 წუთში. ფოტო © ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სანამ ენმ-ის მოედანზე პარტიის მხარდამჭერები იკრიბებოდნენ, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ "ქართული ოცნების" მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები. მათ "ნეტგაზეთს" უთხრეს, რომ აქციაზე ენმ-ის მხარდამჭერი მეგობრები მოაცილეს, შემდეგ კი ტერიტორია დატოვეს. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სანამ ენმ-ის მოედანზე პარტიის მხარდამჭერები იკრიბებოდნენ, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ “ქართული ოცნების” მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები. მათ “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ აქციაზე ენმ-ის მხარდამჭერი მეგობრები მოაცილეს, შემდეგ კი ტერიტორია დატოვეს. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ენმ-ის აქციისას და მსვლელობისას შეამჩნევდით დრონს (მფრინავ ვიდეოკამერას), რომელზეც გამობმული იყო ცოცხი. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ენმ-ის აქციისას და მსვლელობისას შეამჩნევდით დრონს (მფრინავ ვიდეოკამერას), რომელზეც გამობმული იყო ცოცხი. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ენმ-ის მხარდამჭერები ვარდების მოედანზე. 05.10.2016. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ენმ-ის მხარდამჭერები ვარდების მოედანზე. 05.10.2016. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

ენმ-ის აქციაზე, სხვა ლიდერებთან ერთად, იმყოფებოდა გივი თარგამაძე, რომლის კუთვნილი ავტომანქანა წინა საღამოს, 4 ოქტომბერს, აფეთქდა. ფოტოზე თარგამაძესთან ერთად (მარჯვნივ) ჩანან პარტიის კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია (მარცხნივ) და ლევან რამიშვილი (შუაში). 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ენმ-ის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. 05.10.2016. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ენმ-ის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. 05.10.2016. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

მას შემდეგ, რაც ენმ-ის ლიდერებმა ამომრჩეველს სიტყვებით მიმართეს, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ლიდერებთან ერთად თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ. ფოტოზე ჩანან "ქართული ოცნების" შტაბის თანამშრომლები, რომლებიც ენმ-ის მსვლელობას ოფისის აივნიდან ადევნებენ თვალს. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მას შემდეგ, რაც ენმ-ის ლიდერებმა ამომრჩეველს სიტყვებით მიმართეს, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ლიდერებთან ერთად თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ. ფოტოზე ჩანან “ქართული ოცნების” შტაბის თანამშრომლები, რომლებიც ენმ-ის მსვლელობას ოფისის აივნიდან ადევნებენ თვალს. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქციაზე სხვადასხვა რეგიონიდანაც ჩამოვიდნენ პარტიის მხარდამჭერები. ფოტოზე ჩანან ენმ-ის მხარდამჭერები სენაკიდან. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქციაზე სხვადასხვა რეგიონიდანაც ჩამოვიდნენ პარტიის მხარდამჭერები. ფოტოზე ჩანან ენმ-ის მხარდამჭერები სენაკიდან. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ენმ-ის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანს უახლოვდებიან. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ენმ-ის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანს უახლოვდებიან. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

"ერთად გავიმარჯვებთ" - წერია ენმ-ის მხარდამჭერების ერთ-ერთ დიდ პლაკატზე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღე რჩება - არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ერთად გავიმარჯვებთ” – წერია ენმ-ის მხარდამჭერების ერთ-ერთ დიდ პლაკატზე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღე რჩება – არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქცია-მსლველობის მონაწილეები თავისუფლების მოედნამდე ჩამოვიდნენ, წმ. გიორგის ძეგლს შემოუარეს და რამდენიმე წუთის შემდეგ დაშლა დაიწყეს. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქცია-მსლველობის მონაწილეები თავისუფლების მოედნამდე ჩამოვიდნენ, წმ. გიორგის ძეგლს შემოუარეს და რამდენიმე წუთის შემდეგ დაშლა დაიწყეს. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ენმ-ის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე, წმ. გიორგის ძეგლთან. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ენმ-ის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე, წმ. გიორგის ძეგლთან. 05.10.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი