ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივნის პოსტს ანტონიო გუტიერესი დაიკავებს

5 ოქტომბერი, 2016 • 1978
გაეროს გენერალური მდივნის პოსტს ანტონიო გუტიერესი დაიკავებს

ანტონიო გუტიერესი, პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი იქნება გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი. უშიშროების საბჭოს თანხმობის შემდეგ იგი ბან კი მუნს 2017 წლის დასაწყისში შეცვლის.

“უშიშროების საბჭო ამ საკითხს კენჭს ხვალ დილით უყრის და ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება ერთსულოვანი იქნება,” – ამის შესახებ ვიტალი ჩურკინმა, გაეროში რუსეთის ელჩმა განუცხადა ჟურნალისტებს.

“გარდიანის” ცნობით, ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობდა, რომ გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოსკენ იქნებოდა მიღებული, რადგან უშიშროების საბჭოს წევრები ცდილოდბდნენ თავ-თავიანთი კანდიდატების ლობირებას. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ რუსეთი, უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა, წინააღმდეგი იქნებოდა გუტიერესის კანდიდატურის, ვინაიდან მოსკოვი შესაფერის კანდიდატურას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეძებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი