10299

NATO შეშფოთებულია საარჩევნო პროცესში მომხდარი ძალადობრივი ქმედებებით

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი პარლამენტარის და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება. აპატურაი წერს, რომ მომხდარით ნატო შეშფოთებულია:

“NATO შეშფოთებულია იმ ძალადობრივი ქმედებებით, სულ ახლახან, წინასაარჩევნო პროცესში მომხდარი კანდიდატის ავტომობილის აფეთქებით. საარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში უნდა წარიმართოს, დემოკრატიის უმაღლესი პრინციპების შესაბამისად”,- წერს აპატურაი.

გუშინ, 4 ოქტომბერს, საღამოს კოლმეურნეობის მოედანთან აფეთქდა დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანა, რის შედეგადაც დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის, თარგამაძის მძღოლი. გივი თარგამაძე პარლამენტის წევრია, თუმცა იგი “ნაციონალური მოძრაობის” არც პროპორციულ სიაში არაა და არც მაჟორიტარობის კანდიდატია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com