ახალი ამბები

ბურჭულაძე თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს

5 ოქტომბერი, 2016 • 1293
ბურჭულაძე თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხახლისთვის” ლიდერი პაატა ბურჭლაძე აცხადებს, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება არის ტერაქტი.

პაატა ბურჭულაძის თქმით, თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაზე გამოძიება არჩევნებამდე უნდა დასრულდეს.

„ეს არის ტერაქტი, ასეთი ტერაქტი საქართველოში არ მომხდარა 90-იანი წლების შემდეგ. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. ჩვენ მოვითხოვთ, ცხელ კვალზე, სასწრაფოდ გაიხსნას ეს ტერაქტი. არჩევნებამდე უნდა გაიხსნას ეს ტერაქტი,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19- 109 მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გუშინ, 4 ოქტომბერს, ერთიანი ნაცონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის მანქანა თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე აფეთქდა. აფეთქების დროს თარგამაძე მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა არ დაზარალებულა. შემთხვევის შედეგად 5 ადამაინი დაზარალდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი