ახალი ამბები

აფეთქების შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა

5 ოქტომბერი, 2016 • 1683
აფეთქების შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ, 4 ოქტომბერს, საღამოს გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაზარაებულის მგომარეობა მძიმეა – ამის შესახებ ნეტგაზეთს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს.

ჯანდაცვის სამინიატროს მონაცემებით, აფეთქების შედეგედ ოთხი ადამაინი დაშავდა, აქედან ორი  ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს.

კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, პირს, რომლის მდგომარებაც მძიმეა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე გაუკეთდა.

“იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, არის მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა სტაბილური,”- განაცხადეს კლინიკაში.

მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესებულია:

“ბოლო მონაცემებით, სტაბილური დინამიკა აღენიშნება ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს. 31 წლის მამაკაცს ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე.

სტაბილურია ასევე 69 წლის ქალბატონის მდგომარეობა. მას თავზე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. შუახნის ქალბატონს უკვე ჩაუტარდა თავის კვლევა. ამჯერად დაკვირვებისთვის „ამტელ ჰოსპიტალის“ ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მსუბუქი დაზიანება აღენიშნება ასევე ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულ 59 წლის ქალბატონს. ის თავის ტვინის შერყევით ამ დრომდე რჩება ჰოსპიტალში. სტაბილურია დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 47 წლის მამაკაცის მდგომარეობაც. მას სხეულის ზედაპირის 5-7 %-იანი, I-II ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. „ნიუჰოსპიტალში“ მოთავსებულმა პაციენტმა კი სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. 37 წლის მამაკაცი მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევის შემდეგ მედიკოსებმა ბინაზე გაწერეს,”- განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

კოლმეურნეობის მოედანთან საქართველოს პარლამენტის დეპუტატ, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21.40 საათზე მოხდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი