ახალი ამბები

ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

4 ოქტომბერი, 2016 • 2057
ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

2 ოქტომბერს ქალაქ გორში ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

52 წლის ა.ი-ს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

უწყების ინფორმაციით, ბრალდბული პოლიციაში თავად გამოცხადდა.

“ა.ი.-მ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გორში, რკინიგზის დასახლებაში, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის – ირაკლი ოქრუაშვილის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, 2 პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდა, სადაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”- აცხადებს შსს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი