ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დეკლარირებული ქონება

4 ოქტომბერი, 2016 • 2835
ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დეკლარირებული ქონება

85 000 ლარი ნაღდი ფული, 205 კვადრატულ-მეტრიანი ბინა ფალიაშვილზე თბილისში, 930 კვადრატულ-მეტრიანი საოფისე ფართი ათონელზე – ეს იმ ქონების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა,  როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, მიუთითა ქონებრივ დეკლარაციაში.

ზემოხსენებული 85 ათასი ლარიდან 15 ათასს მისი მეუღლე ირინე გორდელაძე ფლობს, რომელიც დეკლარაციის მიხედვით მსოფლიო ბანკის კონსულტანტია.

ირინა გორდელაძე 9000 ევროს ღირებულების აქციებს ფლობს SC Leticia-ში.

დეკლარაციის შევსების მომენტში ირაკლი ოქრუაშილის საბანკო ანგარიშებზე 3500 ლარი და 250 ევრი ირიცხებოდა, ხოლო ირინა გორდელაძის დეპოზიტზე – 8800 ევრო და 100 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლეს მაისში 22 ათასი ლარი აქვს გასესხებული. სესხის ვადა ერთწლიანია და სწავლის საფასურს უკავშირდება.

ირაკლი ოქრუაშვილი და ირინა გორდელაძე დეკალრაციაში უთითებენ, რომ ფლობენ 2 ავტომანქანას, თუმცა დაკონკრეტებული არ არის მარკა და ავტომობილის მოდელი.

ზემოხსენებული დეკლარაცია ოქრუაშვილმა 2016 წლის 23 აგვისტოს შეავსო.

ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც ეკონომიკის მინისტრს, თავისი ბოლო დეკლარაცია 2007 წელს აქვს შევსებული. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში და საფრანგეთში ცხოვრობდა ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლამდე. 2007 წლის მონაცემებით, იგი და თავისი მეუღლე თბილისში მხოლოდ ერთ ბინას (ღირებულება 123 600 ლარი) ფლობდნენ ორი ტიპის ავეჯთან ერთად (ღირებულება 9000 ლარი და 4340 ევრო). 2016 წლის მონაცემებით კი, მათი უძრავი ქონება ასე გამოიყურება:

სქრინშოტი დეკლრაციიდან

სქრინშოტი დეკლრაციიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი