ახალი ამბები

ბურჭულაძის პარტიამ ცენტრალური ოფისი დავალიანიების გამო დატოვა

2 ოქტომბერი, 2016 • 2497
ბურჭულაძის პარტიამ ცენტრალური ოფისი დავალიანიების გამო დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისათვის” ცენტრალურ ოფისში, რომელიც აღმაშენებლის 150-ში იყო განთავსებული, საარჩევნო ბლოკი უკვე აღარ მუშაობს.

ოფისის ფასადიდან ასევე ჩამოხსნილია  პარტიის “სახელმწიფო ხალხისათვის” დროშები.

როგორც პარტიის წევრმა, გიორგი პაპავამ ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ეს პარტიის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.

“ხელშეკრულების დეტალებში არ ვარ ჩახედული და ამიტომ დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა და გვაქვს დაფინანსებასთან დაკავშირებით, ამ სიტუაციაში ჩაგვაყენეს და ჩვენს სხვა გზა არ გვქონდა. ვართ ახლა რუსთაველის ოფისში,”- განუცხადა ნეტგაზეთს გიორგი პაპავამ.

მისივე თქმით, გუშინ, 1 ოქტომბერს, ნაქირავები ფართის მეპარტრონის წარმომადგენლებმა პარტიის წევრები ოფისში არ შეუშვეს. თუმცა მანამდე პლატფორმამ ფართის მეპატრონიდან მიიღო წერილი, რომლითაც ოფისის ქირის გადახდის ვადა 5 ოქტომბრამდე ჰქონდათ:

“გუშინ იყო შემთხვევა, რომ ოფისში არ გვიშვებდნენ რეალურად, ჭიშკარი ჩაგვიკეტეს და ადამიანებს არ უშვებდნენ. შესაბამისად, ჩვენთვის ცხადი იყო, რომ კეთილი ნება არ იყო გამოხატული. აღმაშნებელის 150-ში ის ადამიანები, რომლებიც გუშინ იყვნენ იქ, დღეს აქ არ არიან. დავალიანების ოდენობა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა წერილი მიღებული, რომლითაც 5 ოქტომბრამდე ვადა უნდა გვქონოდა. მაგრამ გუშინ მეც ვიყავი შემსწრე მაგ ფაქტის, რომ უკანა ჭიშკარი, რომლიღაც ოფისის ეზოში არის შესასვლელი, არის ჩაკეტილი და დაახლოებით ნახევარი, ერთი საათის განმავლობაში ადამიანებს არ უშვენდნენ შიგნით,”- განაცხადა გიორგი პაპავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დავალიანების რაოდენობის შესახებ არ აქვს ინფორმაცია.

ნეტგაზეთი შეეცადა მითითებულ ნომერზე დაკავშირებოდა პირს, რომელიც აღმაშენებლის 150-ში ფართს აქირავებს. მან ნეტგაზეთთან ხელშეკრულების დეტალებზე საუბარი არ ისურვა. საჯარო რეესტრის თანახმად, აღმაშენებლის 150-ში შენობის მესაკუთრე კომპანია რეალ ინვესტია.

აღმაშენებლის 150-ში მდებარე შენობა, სადაც პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისი იყო განთავსებული. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი