ახალი ამბები

სააკაშვილი: ცივილიზაციის მთავარი ნიშანი, ეს არის წყალი

12 ივნისი, 2012 • 1094
სააკაშვილი: ცივილიზაციის მთავარი ნიშანი, ეს არის წყალი

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედებში წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა დღეს იქ სიმბოლურად პირველი მილის შედუღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

 

სააკაშვილის შეკითხვაზე, თუ რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო საქართველოში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტებზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა უპასუხა:

 

“ერთდროულად ვმუშაობთ 70 პროექტზე, შემოდგომაზე ყველა მუნიციპალიტეტს ყოველდღიური წყალმომარაგება ექნება და დაახლოებით 200 მილიონს ვხარჯავთ ახლა. შემდეგი ეტაპია შემდეგი 300 მილიონი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ აბსოლუტურად ყველგან იყოს წყალი. ეს არის 2013-14 წლის გეგმა.”

 

“მოკლედ, თუ გააწყალებ საქმეს, კარგს იზამ”, – მიუგო მიხეილ სააკაშვილმა რამაზ ნიკოლაიშვილს.

მიხეილ სააკაშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი
მიხეილ სააკაშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი