ახალი ამბები

აშშ-ის მთავრობამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ორი საპატრულო ხომალდი გადასცა

1 ოქტომბერი, 2016 • 1640
აშშ-ის მთავრობამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ორი საპატრულო ხომალდი გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორი 110-ფუტიანი “Island”-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად გადასცა. საპატრულო ხომალდების გადაცემის ცერემონია ბალტიმორში, აშშ-ის სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს აღნიშნული ხომალდების ეკიპაჟების ათკვირიან გადამზადებას აშშ-ის სანაპირო დაცვის შესაბამის სასწავლებელში.

შსს-ს ინფორმაციით, “Island”-ის კლასის საპატრულო ხომალდები საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის, სამართალდარღვევების დროულად გამოვლენისა და მათზე რეაგირების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს.

“ხომალდების გადმოცემის შედეგად, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, მნიშვნელოვნად გააძლიეროს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლი, პარტნიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში.” – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი