ახალი ამბები

საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის

1 ოქტომბერი, 2016 • 1591
საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა.

უწყების ინფორმაციით, ელექტრონული სისტემა უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ინფორმაცია, თუ რომელ საარჩევნო უბანზე შეეძლებათ 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემა.

პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და სახელის მითითების შემდეგ, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები ავტომატურ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო უბნის მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი