ახალი ამბები

იარაღისა და ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

1 ოქტომბერი, 2016 • 1447
იარაღისა და ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ი.მ. თბილისში დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და 5 საბრძოლო ვაზნა, ასევე, ბუპრენორფინის შემცველი 5 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მითითებული საგნების მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა, ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო 250–ე მუხლის მე–2 ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი