ახალი ამბები

რომის პაპი მიხეილ მესხის სტადიონზე წირვას აღავლენს

1 ოქტომბერი, 2016 • 2328
რომის პაპი მიხეილ მესხის სტადიონზე წირვას აღავლენს

რომის პაპი ფრანცისკე პირველი თბილისში ვიზიტის ფარგლებში მესხის სახელობის სტადიონზე წირვას აღავლენს.

წირვას ესწრებიან სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, კათოლიკე მრევლი, საქართველოს პრეზიდენტი თავისი ოჯახით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ა.შ. რომის პაპის წირვაზე დასასწრებად მოსაწვევის მიღება კათოლიკურ ეკლესიაში ყველა მსურველს შეეძლო.

რომის პაპი ფრანცისკე პირველი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მართმადიდებელი ეკლისიის პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს პრეზიდენტი დახვდნენ, რომლებთანაც შემდეგ ოფიციალური შეხვედრებიც ჰქონდა. პაპი დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარსაც მოინახულებს, ხოლო 2 ოქტომბერს  ბაქოში გაემგზავრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი