ახალი ამბები

სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად სცნო

11 ივნისი, 2012 • 1050
სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად სცნო

ამით სასამართლომ დააკმაყოფილა კონტროლის პალატის მოთხოვნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა ივანიშვილმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.  7 დღის ვადაში მან ასევე უნდა გადაიხადოს 126 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა, რომელიც დღეს, 11 ივნისს გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით დაეკისრა.

ორივე გადაწყვეტილების გასაჩივრება 48 საათის განმავლობაში შეიძლება და ივანიშვილის ადვოკატები ამ უფლების გამოყენებას აპირებენ.

“ბურჯისა” და “ელიტა ბურჯის” საქმის განხილვამდე სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი,  კონტროლის პალატის მოთხოვნის შესაბამისად, 126 მილიონ 220 ათასით დააჯარიმა საქართველოს რეგიონებში ”გლობალ ტვ”–ის ანტენების დაყენების გამო. სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის დახარჯული უკანონო შემოწირულობა.

აღნიშნულ პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში აშშ-ის საელჩოს წარმოამდგენელი ესწრებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი