ახალი ამბები

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც პარკის გაშენებას ითხოვენ, ივანიშვილის საკუთრებაა

30 სექტემბერი, 2016 • 5432
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც პარკის გაშენებას ითხოვენ, ივანიშვილის საკუთრებაა

მოქალაქეთა ნაწილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისის ცენტრალურ პარკად გარდაქმნის პეტიციით თბილისის  მერიას, საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოს მიმართა. თბილისის მერია აცხადებს, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია კერძო საკუთრებაა.

“მე მინდა, თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს “თბილისის ცენტრალური პარკი”, ეს ქალაქი ჩვენია!!!”- ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს გავრცელდა და უკვე 4000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც განგვიცხადეს, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია კერძო საკუთრებაა და პეტიციასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთბენ.

თბილისის  სარეგისტრაციო ზონის საკადასტრო რუკის მიხედვით, იპოდრომის ყოფილი ტერიტორია 4 ზონადაა დაყოფილი. ყველა ზონას, ანუ მთლიანად აღნიშნულ ტერიტორიას,  შპს “ინვესტ კაპიტალი” ფლობს, რომელთანაც აღნიშნული ტერიტორიის შესახებ სხვადასხვა დროს გარიგებები აქვს დადებული ბანკ “ქართუს”. თავად “ინვესტ კაპიტალის” ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”.

თბილისის ყოფილი იპოდრომი თავშეყრის ადგილია თბილისის მაცხოვრებლებისთვის

თბილისის ყოფილი იპოდრომი თავშეყრის ადგილია თბილისის მაცხოვრებლებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი