ახალი ამბები

პაპუაშვილმა და ერემაძემ “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით სინანული გამოთქვეს

30 სექტემბერი, 2016 • 2126
პაპუაშვილმა და ერემაძემ “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით სინანული გამოთქვეს

დღეს, 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამარლოში რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა. მათ შორის იყო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ორ სარჩელთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოასწრო რამდენიმე გახმაურებულ სარჩელზე, მათ შორის, კაბელების საქმეზე.

მოსამართლეებმა: ქეთევან ერემაძემ და გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სამწუხარო უწდეს იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოესწრო. მათივე თქმით, მოსამართლეებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს შეთანხმება.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის რანგში ბოლო სამუშაო დღე ჰქოდათ ოთარ სიჭინავას, ქეთევან ერემაძეს, კონსტანტინე ვარძელაშვილს და გიორგი პაპუაშვილს, რომელიც ამავდროულად სასამართლოს თავმჯდომარეც იყო.

სამუშაო დღის დასასრულს მოსამართლეებმა ჟურნალისტეbის შეკითხვებსაც უპასუხეს. ქეთევან ერემაძის თქმით, მას გული სწყდება, რომ ვერ მოასწრო პარლამენტის მიერ 2016 წლის გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილების განხილვა.

“ძალიან გული მწყდება, რომ მე, როგორც ერთ-ერთმა განმხილვემა მოსამართლემ, ვერ მივიღე მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში იმ ე.წ. გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ იმ ხმაურისა და პოლიტიკური ვნებების მიღმა, რომელიც მათ ირგვლივ ატყდა, ეს არის უაღრესად საინტერესო საქმეები, ეხება ფუნდამენტურ სამართლებრივ საკითხებს,”- განაცხადა მან.

პაპუაშვილის თქმით, გრძნობს პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მოსამართლეები რამდენჯერმე ვერ შეიკრიბნენ.

“თუმცა, მე არ ვიყავი დირექტორი, მე ვიყავი თავმჯდომარე. თითოეული მოსამართლე არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში,”- განაცხადა მან.

პაპუაშვილის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ დაიკავებს მის თანამდებობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი