ახალი ამბები

აეროპორტის გზაზე რომის პაპს “საპროტესტო დგომის” აქციით ელოდებიან

30 სექტემბერი, 2016 • 1958
აეროპორტის გზაზე რომის პაპს “საპროტესტო დგომის” აქციით ელოდებიან

აეროპორტის გზატკეცილზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები საქართველოში რომის პაპის ვიზიტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, პაპი ქვეყანაში პრეზიდენტმა მოიწვია და ილია მეორე იძულებული გახადა, მასაც მოეწვია.

მანიფესტანტებს აქციაზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვატიკანი სულიერი აგრესორია”; “პაპო, შენ არ ხარ სასურველი მართლმადიდებლურ საქართველოში” და სხვა.

“ჩვენ ვაპირებთ პაპის ვიზიტის მხილებას და მართლმადიდებლებს მოვუწოდებთ, არ დაესწრონ პაპის მესას. მათთან ერთად ლოცვა იქნება სულის წაწყმედა,” – ამბობს დეკანოზი დავით ისაკაძე.

მისივე თქმით, პაპი რელიგიური ცოდნის არმქონე ადამიანების კათოლიციზმზე გადაყვანას აპირებს:

“პაპი არის უდიდესი ერეტიკოსი. ჩვენ არ გვინდა მისი ქადაგება, ვატიკანში იქადაგოს. საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მათი დოგმები და კანონები ჩვენთვის მიუღებელია,”- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი