ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის ერთ-ერთ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

30 სექტემბერი, 2016 • 1160
საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის ერთ-ერთ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოაცხადებს გადაწყვეტილებებს რამდენმე კონსიტიტუციურ სარჩელზე, მათ შორი, რუსთავი 2-ის საქმეზეც. თუმცა, როგორც სასამართლოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, დღეს არ გამოცხადდება გადაწყვეტილება ამორალური გარიგების მუხლთან დაკავშირებით, რომლითაც ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელობაზე დავობს.

კერძოდ, ეს არის  N675 და N681   სარჩელები, სადაც მოსარჩელეები: „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „ტელეკომპანია საქართველო“; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის (დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები) პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 269-ე მუხლის (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვა) მე-2 ნაწილის წინადადება, 271-ე მუხლი (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა), 198-ე მუხლის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძებები) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება)

გარდა ამისა, გამოცხადდება გადაწყვეტილებები შემდეგ საქმეებზე:

N611    (მოსარჩელე –  შპს „მადაი“შპს „პალიასტომი 2004“; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი; დავის საგანი – „ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი; „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი)

N614,616    (მოსარჩელე –  გიგა ბარათაშვილი,კარინე შახპაროინიანი; მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; დავის საგანი – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“  საქართველოს თავდაცვის მინისტრის N583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი)

N596  (მოსარჩელე –  ნათია ყიფშიძე; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი – „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მუხლის პუნტქი 27, პუნქტი 37)

მასალების გადაბეჭდვის წესი