ახალი ამბებისამართალი

ენმ: საქართველოდან ევროსასამართლოში წარდგენილი კანდიდატები კომიტეტმა არ დაამტკიცა

30 სექტემბერი, 2016 • 1388
ენმ: საქართველოდან ევროსასამართლოში წარდგენილი კანდიდატები კომიტეტმა არ დაამტკიცა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების, ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამარლეთა არჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

ამავე ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია რუსთავი 2-იც.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე კომიტეტის სხდომის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ნეტგაზეთი შეეცადა, ინფორმაციის გადასამოწმებლად დაკავშირებოდა იუსტიციის სამინისტროს, თუმცა ვერ მოახერხა.

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი. საქართელოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან კომიტეტმა ერთი მათგანი უნდა დანიშნოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ასარჩევი კომიტეტის გვერდზე ვკითხულობთ, რომ 29-30 სექტემბერს უნდა გამართულიიყო ინტერვიუები მოსამართლეობის კანდიდატებთან აზერბაიჯანიდან, ალბანეთიდან, საქართველოდან და მაკედონიიდან.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართა.

კომიტეტი მომავალ შეხვედრას პარიზში 2017 წლის 12 იანვარს გამართავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი