ახალი ამბები

მინისტრი: დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ იარაღი უსაფრთხოების მიზნებისთვის დამალეს, ვერ ვნახეთ

29 სექტემბერი, 2016 • 1180
მინისტრი: დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ იარაღი უსაფრთხოების მიზნებისთვის დამალეს, ვერ ვნახეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მათ გადაამოწმეს ინფორმაცია და ვერ მიაკვლიეს იმის დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტს, რომ სხვადასხვა ლოკაციიდან ამოღებული იარაღი წინა ხელისუფლების პირობებში დამალეს უსაფრთხოების მიზნებისთვის. ამის შესახებ მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

“ამაზე ცალსახა პასუხს გაგცემთ, მსგავსი დოკუმენტი არც შსს-ში და არც თავდაცვის სამინისტროში მოპოვებული ვერ იქნა”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

დღეს, 29 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ქვეყნის სხვადასხვა ტეროტორიაზე  დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის თქმით,  იარაღი რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის გეგმის ნაწილი იყო.

 

“იარაღები ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციებიდან სხვადასხვა დროს. სხვა დანარჩენ გარემოებებს უკვე გამოძიება დაადგენს, თუ ვის ეკუთვნოდა, ვინ დამალა და ა.შ”, – ამბობს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი