ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში რუსულ სააგენტო “რეგნუმს” ქართული ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ

29 სექტემბერი, 2016 • 1318
სოხუმში რუსულ სააგენტო “რეგნუმს” ქართული ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ

“რეგნუმის ანტიაფხაზური პოლიტიკა”- ასე ჰქვია სტატიას, რომელიც ახალმა აფხაზურმა პორტალმა აპსნილაიფმა გამოაქვეყნა.

სტატიაში ნათქვამია, რომ გუშინ, 2016 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის გათავისუფლების 23-ე წლისთავის შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმმა” გამოაქვეყნა პუბლიცისტ ავიგდორ ასკინის ანტიაფხაზური და პროვოკაციული სტატია: კავკასიური პარადოქსი: “ქართველი დევნილების დაბრუნება, როგორც რუსული ინტერესი”.  სტატიის ძირითადი გზავნილია ის გარემოება, რომ 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღეს ქართველების კალენდარში შავი დღეა, რომ ქართველების წინაშე ბევრი დანაშაული იყო ჩადენილი ომის დროს და დევნილების პრობლემა დღესაც აქტუალურია.

აფხაზური გამოცემა აპსნილაიფი წერს,  აღმოჩნდა რომ სააგენტო “რეგნუმი”, რომელმაც სოხუმში ორი თვის წინ საკორესპონდენტო პუნქტი გახსნა, ქართულ ინტერესებს ლობირებს და დროა, მისი აფხაზეთში საქმიანობის შესახებ შეთანხმება გადაიხედოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი