ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” 5 ოქტომბერს თბილისში აქციას გამართავს

29 სექტემბერი, 2016 • 1366
“ნაციონალური მოძრაობა” 5 ოქტომბერს თბილისში აქციას გამართავს

 

“ნაციონალური მოძრაობა” 5 ოქტომბერს დასკვნით წინასაარჩევნო  აქციას გამართავს. შესაბამისი განცხადებით პარტია თბილისის მერიას დღეს მიმართავს.

“ეს იქნება მრავალათიათასიანი აქცია, რომელიც მოიცავს ვარდების მოედანს, რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედნის ჩათვლით. აქციაზე შეიკრიბებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა რეგიონიდან. შეგვიძლია ადვილად გავაკეთოთ პროგნოზი, თუ რამხელა აქცია გამოვა. თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მსგავსი ხალხმრავალი შეხვედრა არ გამართულა,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ნიკა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი