ახალი ამბები

თამაზ მეჭიაური მაჟორიტარობისათვის ბრძოლას წყვეტს

29 სექტემბერი, 2016 • 1395
თამაზ მეჭიაური მაჟორიტარობისათვის ბრძოლას წყვეტს

თამაზ მეჭიაური თიანეთში მაჟორიტარობისათვის ბრძოლას წყვეტს და საკუთარ კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ პარლამენტის წევრი ფეისბუკზე წერს:

“მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარულ ოლქში და საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებ მხოლოდ პარტიული სიით, ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენი პარტიის მოქმედ მაჟორიტარობის კანდიდატებს.

ამასთან, მიუხედავად საგარეო კურსთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებისა, ჩვენი პარტია თანადგომას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს და მზადაა დადგეს მის გვერდით ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, მათ შორის დესტაბილიზაციის მცდელობისას”, – აცხადებს მეჭიაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი