ახალი ამბები

ანონსი – 29 სექტემბერი

28 სექტემბერი, 2016 • 1675
ანონსი – 29 სექტემბერი

გთავაზობთ 29 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


10:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” ბლოკ “თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლოს” ჩუღურეთის მე-14 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა აგლაძე ბრიფინგს გამართავს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს. თემა: მიმართვა ოპოზიციურ პარტიებს; სახელმწიფო გადატრიალების გეგმა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.


11:00 საათზე, კომპანია ნუტრიმაქსის“ კომბინირებული საკვების მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნის ცერემონია შედგება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ცერენიბუაშუ ასევე ნიბაწუკეიბას ნუუღებსსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი . მისამართი: თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლება (ეკლესიის ჩასახვევთან), ღოღობერიძის . N10.


11:00 საათზე, დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდება. სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად კაფსულას უეფას ახლადარჩეული პრეზიდენტი, სლოვენიელი ალექსანდ ჩეფერინი ჩაუშვებს. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩეფერინმა პირველი ვიზიტი საქართველოში დაგეგმა. ახალი თბილისის ტერიტორიაზე სულ 7 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი მოეწყობა.


11:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე და დაზარალებულები: გოჩა მთიულიშვილი და ნანა რობაქიძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: დავით კირკიტაძის მიერ მისი მმართველობის პერიოდში წარათმეული ქონების საქმეები და არსებული ვითარება, წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ფაქტები და ექსკლუზიური მასალა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.


11:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გავრცელებული აუდიოჩანაწერები, მათი აუთენტურობის საკითხი, გასატარებელი ღონისძიებები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.


12:00 საათზე, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის და არქეოლოგიის ეპიცენტრში, სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომლებსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან. ქართული ღვინის კომპანიებისა და ადგილობრივი ოჯახური მარნების პროდუქციასთან ერთად, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის ნობათიც. ღონისძიების სტუმრებს დაგემოვნება/დეგუსტაციის პარალელურად პროდუქციის ადგილზე ყიდვის საშუალებაც ექნებათ. ასევე გაიმართება არქეოლოგიური მასალის ფოტო გამოფენა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა, საწნახელში ყურძნის დაწურვა, თათარის მოდუღება და ჩურჩხელის ამოვლება, ქართული ჭიდაობა, თიხისა და ტრადიციული სასმისების ხელოსნებთან შეხვედრა, მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის მწვანე გაკვეთილები და ხეზე ჭრა. ღონისძიების ჩატარების ადგილი: მარნეულის კულტურის სახლის წინ მდებარე პარკი.


12:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: გავრცელებული აუდიოჩანაწერები, საარჩევნო გარემო და მოლოდინები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.


12:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები საბურთალოს რაიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან, პარტიის საარჩევნო პროგრამას გააცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს დაურიგებენ. მისამართი: იოსებიძის ქუჩა, კვირიკე და ივლიტას სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598700642.


13:00 საათზე, პარტია „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობოს კანდიდატი საბურთალოს მე-6 ოლქში ავთანდილ ჯოხაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ბრიფინგს გამართავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჟურნალისტები პრესცენტრში ბრიფინგის დაწყებამდე 10 წუთით ადრე უნდა მივიდნენ.


14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება კონფერენცია “გზა ლევილისკენ – წარსული, აწმყო, მომავალი”. კონფერენციაზე შესავალი სიტყვით წარსდგება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რის შემდეგაც ვრცელ მოხსენებას გააკეთებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე. კონფერენციაზე ასევე მოხსენებით წარსდგება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მისამართი: რუსთაველის გამზირი N52.


19:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯუზეპე ვერდის ოპერა „ატილას“ წარმოადგენს. მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. N25.


მასალების გადაბეჭდვის წესი