ახალი ამბები

უსუფაშვილი: “ოცნება” დაკავებულია სააკაშვილის ოცნებასთან არაეფექტური ბრძოლით

28 სექტემბერი, 2016 • 1227
უსუფაშვილი: “ოცნება” დაკავებულია სააკაშვილის ოცნებასთან არაეფექტური ბრძოლით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებას, რომ სუს–ი მათ წინააღმდეგ იბრძვის და ამას ემსახურება სახელმწიფო გადატრიალებისა და დესტაბილიაციის ორგანიზებაში პარტიის მიმართ წარმოებული კამპანია.

“მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია ვარდების რევოლუცია 2-ზე ოცნებით და ამასობაში ოცნება დაკავებულია მიხეილ სააკაშვილის ამ ზრახვებთან არაეფექტური ბრძოლით. ეს არის რეალობა,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი