ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი: “გირჩმა” მოკლე დროში ძალიან ბევრი რამით დაგვამახსოვრა თავი

28 სექტემბერი, 2016 • 1297
დავით უსუფაშვილი: “გირჩმა” მოკლე დროში ძალიან ბევრი რამით დაგვამახსოვრა თავი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი  ბურჭულაძის ბლოკიდან “გირჩის” გასვლის თემას გამოეხმაურა:

“გირჩმა მოკლე დროში ძალიან ბევრი რამით დაგვამახსოვრა თავი. მათ შემოიტანეს საკმაოდ ინოვაციური მიდგომები პოლიტიკურ კამპანიაში. მათ ჰქონდათ საინტერესო იდეები, ჰყავდათ საინტერესო მხარდამჭერები, მაგრამ, ამასობაში, პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ რთული მოვლენაა. აქ ძალიან ძალიან ბევრი რამის აწონ-დაწონა და წინასწარ გათვლაა საჭირო. ასე რომ, ის, რაც მოხდა, მოხდა. მეტს სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით”.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ივანიშვილის მიერ გირჩის შესაძლო დაფინანსებას, უსუფაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: “ვერ გეტყვით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ იქ, სადაც ჭუჭყიანი ფული ტრიალებს, ის ჭუჭყი ბოლოს ზემოთ ამოვა. ეს არის პოლიტიკის უნივერსალური კანონი. ამიტომ ყველა იყოს ფრთხილად, რომ ეს ასე არ მოხდეს”.

ეს განცხადებები უსუფაშვილმა სასტუმრო რუმსში, კონსტიტუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი