ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურზე გამშვებ პუნქტთან აფხაზურმა მხარემ ორი მოქალაქე დააკავა

28 სექტემბერი, 2016 • 1104
ენგურზე გამშვებ პუნქტთან აფხაზურმა მხარემ ორი მოქალაქე დააკავა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან გამშვებ პუნქტზე აფხაზურმა მხარემ ორი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკ-აფხაზეთი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველადი ღონისძიებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 25 სექტემბერს დაკავებული ნიკა და ბადრი კულავები ქართულ მხარეს, ნათესავებთან გადასვლას გეგმავდნენ.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, დაკავებულები აფხაზეთის ტერიტორიიდან 60 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის გადატანას ცდილობდნენ.

კულავები, როგორც სპუტნიკი წერს, შემდგომი ღონისძინებების მიზნით გალის რაიონის შესაბამის სტრუქტურაში გადაიყვანეს.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად ნეტგაზეთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, საიდანაც ამ ეტაპზე რაიმე სახის ინფორმაცია არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი