ახალი ამბები

20-დღიან პერიოდში ბურჭულაძის ბლოკმა დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ოდენობის საარჩევნო ხარჯი გასწია

28 სექტემბერი, 2016 • 1254
20-დღიან პერიოდში ბურჭულაძის ბლოკმა დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ოდენობის საარჩევნო ხარჯი გასწია

31 აგვისტოდან მოყოლებული 20 სექტემბრის ჩათვლით პაატა ბურჭულაძის საარჩევნო სლოკმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში 1 454 899 ლარი დახარჯა, ხოლო შემოწირულობის სახით 600 ათას ლარზე მეტი მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Screen Shot 2016-09-28 at 1.21.43 PM

საარჩევნო ბლოკმა 127 175 ლარი დახარჯა თანამშრომლების ხელფასებზე, რეკლამაზე –  772 548, აქედან  725 489 ლარი სატელევიზიო რეკლამაზე წავიდა, 9000 ლარამდე- ბეჭდურზე, 2594 – ინტერნეტზე, ხოლო  35 556- გარე რეკლმაზე.

იჯარის თანხებზე  ბურჭულაძის ბლოკმა 256 ათასი ლარი დახარჯა, ხოლო 195 ათასი ლარი დაიხარჯა აქსესურებში, ქუდებში, კეპებში, მაისურებში და ა.შ.

იმ ადამიანებიდან, რომლებიც ბურჭულაძის ბლოკის საარჩევნო სიის ათეულში არიან, ზემოხსენებულ პერიოდში ხელფასი (ხელზე 2500/ფაქტობრივი) მხოლოდ დავით ჯანდიერმა აიღო, რომელიც ბურჭულაძის მრჩეველია იურიდიულ საკითხებში.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მას ხელფასის სახით 10 000 ლარი 1 ივნისს აქვს აღებული, როცა ჯერ “სახელმწიფო ხალხისთვის” რეგისტრირებული პარტია არ იყო.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი