ახალი ამბები

დატოვეს თუ არა “თავისუფალი დემოკრატები” ხობის რაიონული ორგანიზაციის თანამშრომლებმა

28 სექტემბერი, 2016 • 1194
დატოვეს თუ არა “თავისუფალი დემოკრატები” ხობის რაიონული ორგანიზაციის თანამშრომლებმა

დღეს, 28 სექტემბერს, “თავისუფალი დემოკრატების” ხობის რაიონული ორგანიზაციის თანამშრომლებმა პარტია დატოვეს, თუმცა “თავისუფალი დემოკრატები” აცხადებენ, რომ  მათი პარტიის წევრები ისინი დიდი ხანია აღარ არიან.

ინგა ჩაგანავამ, რომელიც აცხადებს, რომ პარტიის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, პრესკონფერენცია “ქართული ოცნების” ოფისში გააკეთა და განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” უერთდება.

“თავისუფალი დემოკრატების ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ჩემს გუნთან ერთად, ვტოვებ პარტიას და ვუერთდები საზოგადეობაში ყველაზე გამოკვეთილ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ და საქმეზე ორიენტირებულ ძალას  “ქართულ ოცნებას”. დღეს უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ თავისუფალი დემოკრატები” “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი პარტიაა”, – განაცხადა ინგა ჩაგანავამ.

ჩაგანავას გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანი.

“ჩვენი მაჟრიტარი კანდიდატის განცხადებით, ეს პირები, ვინც დატოვეს პარტია, არ არიან ჩვენი პარტიის წევრები უკვე დიდი ხანია. რაც შეეხება სატელიტობას, უბრალოდ, მოძველდა ეს ყველაფერი, დამღლელია. არ ვიცი, სხვა რა ხერხებს უნდა მიმართონ იმისთვის, რომ ჩვენ შეგვასუსტონ, მაგრამ ჩვენ საარჩევნო კალაპოტიდან არ ამოვვარდებით”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი