ახალი ამბები

ბურჭულაძე ამბობს, რომ ბლოკი შესაძლოა გიორგი ვაშაძემაც დატოვოს – “ის ჯერ ფიქრობს”

27 სექტემბერი, 2016 • 1934
ბურჭულაძე ამბობს, რომ ბლოკი შესაძლოა გიორგი ვაშაძემაც დატოვოს – “ის ჯერ ფიქრობს”

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ შესაძლოა მისი ბლოკი გიორგი ვაშაძემაც დატოვოს. ამის შესახებ ბურჭულაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, სადაც მისი გაერთიანების პრეზენტაცია იმართება. პრეზენტაციას არ ესწრება ვაშაძე, თუმცა იქ არიან ვაშაძის თანაპარტიელები.

ბურჭულაძის განცხადებით, მას გირჩისგან განსხვავებით ვაშაძესთან პრობლემა არ აქვს და მიესალმება, თუ ეს უკანასკნელი ბლოკში დარჩება, თუმცა “ვაშაძემ ითხოვა დრო მოსაფიქრებლად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი