ახალი ამბები

ბურჭულაძე ამბობს, რომ “გირჩს” ივანიშვილი აფინანსებს და ამიტომ დაატოვებინა ბლოკი

27 სექტემბერი, 2016 • 1367
ბურჭულაძე ამბობს, რომ “გირჩს” ივანიშვილი აფინანსებს და ამიტომ დაატოვებინა ბლოკი

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ “გირჩს” ბლოკი დაატოვებინა იმის გამო, რომ ამ პარტიას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ამის შესახებ ბურჭულაძემ რუსთავი 2-ის გადაცემაში ისუაბრა:

“ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია. ძალიან უნდოდათ, რომ ვყოფილიყავით ნაციონალური მოძრაობის ან ოცნების სატელიტი. მე არც ერთი მომწონს და არც მეორე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია და ზუსტად ეს არის მიზეზი, რომ მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ გირჩი უნდა ამოვიღოთ სიიდან . დღეს გაირკვა, ვინ არის დამფინანსებელი. მე თანხას ვერ მივიღებ ვერც სააკაშვილისგან და ვერც ბიძინა ივანიშვილისგან. [გირჩის დამფინანსებელი]  არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. სულ უკაპიკოდ რომ დავრჩეთ, გვირჩევნია ვიყოთ დამოუკიდებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი