ახალი ამბები

“გირჩი” საპარლამენტო არჩევნებში აღარ მიიღებს მონაწილეობას

27 სექტემბერი, 2016 • 1908
“გირჩი” საპარლამენტო არჩევნებში აღარ მიიღებს მონაწილეობას

“ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩმა” პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოეთიშა. განცხადება ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ ფეიბუკ გვერდზე გავრცელდა:

“გვინდა, სანამ ეს მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური მანიპულაციების თემა გახდება, ჩვენ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს განგიმარტოთ. „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს საარჩევნო ბლოკი „პლატფორმა -პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით. „გირჩი“ არის საკუთარი პრინციპების ერთგული და არსებობს ზღვარი, რომელსაც ჩვენ არასოდეს გადავალთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, „გირჩი“ გამოტოვებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ჩვენ დავრჩებით პარტიად, რომელმაც არსებობის ერთი წლის განმავლობაში შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. გირჩი რჩება პოლიტიკაში და განაგრძობს ბრძოლას იმ იდეებისა და ფასეულობებისთვის, რომლისაც სჯერა.
შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე ” – ნათქვამია “ახალი პოლიტიკური ცენტი – გირჩის” განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი