ახალი ამბები

საარჩევნო სუბიექტები არაპოლიტიკურ გადაცემებში – GNCC-ის მესამე შუალედური ანგარიში

27 სექტემბერი, 2016 • 1663
საარჩევნო სუბიექტები არაპოლიტიკურ გადაცემებში – GNCC-ის მესამე შუალედური ანგარიში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. კვლევაში არაპოლიტიკურ გადაცემებში საარჩევნო სუბიეტქების მონაწილეობის ფაქტებიც მოხვდა.  კომისიის მიერ შესწავლილ გადაცემებში რესპონდენტები პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, რაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” დარღვევად შეაფასა.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული  ტელეკომპანია “ტაბულას” ეთერში გადაცემა “საუბარი რელიგიაზე”, რომელშიც სტუმრის რანგში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “თავისუფალი დემორკატების” და “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. არაპოლიტიკურ გადაცემა “Face Time-ს კი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი სტუმრობდა, გადაცემა “პირველი TV”-ზე გაშუქდა. გარდა ამისა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა  რუსთავი 2-ის გადაცემას “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ”.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია რეკომენდაციით მიმართავს ტელეკომპანიებს – იხელმძღვანელონ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“. კოდექსი კი პარტიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობა იმ პროგრამებში, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირადპირ კავშირში, მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. გარდა ამისა, კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევაში კი ნათქვამია, რომ დასახელებულ გადაცემებში რეპონდენტები პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.

კვლევის მიხედვით, საქართველოში მაუწყებელი ტელეკომპანიების უმეტესობა ყველაზე მეტ დროს კვლავ პარტია “ქართული ოცნების” გაშუქებას უთმობენ. მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია,  “GDS”  “იმედი” და “ტაბულა”.

როგორც, დიაგრამაზეა ასახული, პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 33.4%, „რესპუბლიკელებს“- 16.5%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 13.2%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები. საზოგადოებრივი მაუწყებელი

 საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ -38.4%, „სახელმწიფო ხალხისთვის“- 11.8%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ -11.1%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

GDS

საუკეთესო დროის უმეტესი ნაწილი დაეთმო “ერთიან ნაციოანლურ მოძრაობას” “რუსთავი 2-ზე”  და “კავკასიაზე”. 
რუსთავი 2

ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 31.1%, „ქართულ ოცნებას“- 26%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები” – ნათქვამია კვლევაში.

კომისიამ  წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება  და შეისწავლის წინასაარჩევნო რეკლამებს, დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებს. ასევე- წინასაარჩევნო აგიტაციის ფაქტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი