ახალი ამბები

აგიტ მირზოევმა პაატა ბურჭულაძის გუნდი დატოვა

27 სექტემბერი, 2016 • 1569
აგიტ მირზოევმა პაატა ბურჭულაძის გუნდი დატოვა

“სახელმწიფო ხალხისთვის”  ბლოკი დატოვა აგიტ მირზოევმა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით პაატა ბურჭულაძის მრჩეველი იყო. ამის შესახებ მირზოევმა დღეს საინფომრაციო სააგენტო “კვირის” პრესკლუბში განაცხადა.

“პარტიის შიგნით ინტერესმა ეთნიკური უმცირესობებისადმი თანდათანობით იკლო. პაატა ბურჭულაძემ, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყო უმცირესობების მონაწილეობა საკუთარ პარტიაშიც კი და საუბარი იმაზე, რომ ის ქვეყნის მართვის პროცესებში უზრუნველყოფს უმცირესობების მონაწილეობას, დღეს უკვე ჩემთვის პირადად არასერიოზულია”, – განაცხადა მირზოევმა.

„კვირის“ ინფორმაციით, მირზოევმა განაცხადა, რომ “მას შემდეგ, რაც ბურჭულაძემ პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” და გიორგი ვაშაძის პარტია შეიერთა, ბევრმა ადამიანმა პარტიაში ფუნქცია დაკარგა და გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც ჩამოშორდა”.

ნეტგაზეთმა სცადა პაატა ბურჭულაძის ბლოკის პრესსამსახურთან და რამდენიმე ლიდერთან დაკავშირება, თუმცა  საპასუხო კომენტარის მოპოვება ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი