ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატები თბილისში

5 ივნისი, 2012 • 1482
ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატები თბილისში

 

“ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე კენჭი უნდა იყაროს დეპუტატმა არჩილ გეგენავამ, საბურთალოზე – ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, კრწანისში – გამგებელმა დავით საყვარელიძემ, ისანში – იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ, სამგორში – ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, დიდუბეში – ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, ჩუღურეთში – ამავე რაიონის ამჟამინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ანდრო ალავიძემ, გლდანში – საკრებულოს წევრმა ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა, ნაძალადევში – დეპუტატმა მერაბ სამადაშვილმა და ვაკეში– ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კარბელაშვილმა,”- ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში. 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი