ახალი ამბები

მეცნიერები აცხადებენ, რომ პირველი კომპიუტერული მუსიკის ჩანაწერი აღადგინეს

27 სექტემბერი, 2016 • 1542
მეცნიერები აცხადებენ, რომ პირველი კომპიუტერული მუსიკის ჩანაწერი აღადგინეს

გარდიანის ცნობით, მეცნიერებმა ახალი ზელანდიიდან იმ ჩანაწერის აღდგენა შეძლეს, რომელზეც კომპიუტერის მეშვეობით შექმნილი პირველი მუსიკაა ჩაწერილი. მანქანა, რომლის მეშვეობითაც ეს მუსიკა ჩაიწერა, 1951 წელს მათემატიკოსის ალან ტურინგის მიერ შექმნილი მოწყობილობაა, რომელიც თანამედროვე კომპიუტერის წინაპრად ითვლება.

გამოცემის ცნობით, ხმოვანი არტეფაქტი, რომელმაც გზა გაუხსნა მუსიკას სინთეზატორებიდან თანამედროვე ელექტრონიკამდე, უაღრესად კონსერვატული მელოდიით, ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნით იწყება.

კენტერბურის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ეს აღმოჩენა აჩვენებს, რომ ტურინგი, რომელიც ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოგონებული მანქანის “ენიგმა” კოდის გაშიფვრით იყო ცნობილი, მუსიკალური გამომგონებელიც იყო.

მუსიკალური ჩანაწერი 65 წლის წინ მანჩესტერში, კომპიუტერულ ლაბორატორიაში გაკეთდა.

მანქანამ, რომელიც ლაბორატორიის პირველ სართულს მთლიანად იკავებდა, 3 მელოდია შექმნა: God Save the King, Baa, Baa Black Sheep და გლენ მილერის In the Mood.  როდესაც პროფესორებმა, ჯეკ კოპელენდმა და კომპოზიტორმა ჯეისონ ლონგმა 30-სანტიმეტრიანი ფირფიტა შეისწავლეს, აღმოაჩინეს, რომ აუდიო დაზიანებული იყო და ფირფიტა მთლიანად აღადგინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი