ახალი ამბები

ანონსი: 27 სექტემბერი

26 სექტემბერი, 2016 • 1499
ანონსი: 27 სექტემბერი

9:00 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თანამშრომლებთან ერთად გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. მის: გმირთა მოედანი.

10:00 სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში  გაიხსნება გამოფენა,,ქვის ხანის საქართველო“. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. 

10:00 ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა სემინარს “საინფორმაციო ომის საპასუხოდ” გახსნის. სემინარში მონაწილეობას სლოვაკი, ჩეხი, მოლდოველი, უკრაინელი და ქართველი ექსპერტები მიიღებენ

ღონისძიების გამართვის ადგილი: წინამძღვრიშვილის 162
პრესასთან საკონტაქტო პირი: ნინიკო ბოჯგუა 577 91417
10:30 სასტურო თბილისი “რუმსში” იმართება ღონისძიება “შემოქმედებითი ქალაქი – 2016”. ღონისძიება იმერთება “ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის” ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვიის სამინისტროს მხარდაჭერით.  ღონისძიების ფარგლებში დამსწრეები გაეცნობიან თუ როგორ უნდა მოხდეს ევრო კავშირის პროგრამის “შემოქმედებითი ევროპის” ფარგლებში დაფინანსების მიღებისთვის პროექტის შექმნა და საერთოდ კულტურის და ხელოვნების სფეროში პროექტის/იდეის კომერციალიზაცია.
11:00 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
11:00 ფონდ „ღია საზოგადოება- საქართველოს“  ოფისში,  (მისამართი: ჭოველიძის #10), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გამართავს ანგარიშის „ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის I თავის შესრულების შესახებ“პრეზენტაციას.
11:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და პარლამენტის წევრებიგვირგვინით შეამკობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს

11:00 ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, გამართავს პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებას.  ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გახსნიან.

11:30 სასტუმროშირუმსი თბილისი“; დარბაზში Master Room გაიმართება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სტრატეგიის პრეზენტაცია.

12.00 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ბლოკი ჩვენები-სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნანა ყეინიშვილი პრესკონფერენციას გამართვს.

12:00 საათზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციის მიზნით, ესთეტიკური ცენტრებისა და
სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ბრიფინგს გამართავს.
მისამართი: აკ. წერეთლის გამზ. #144

12.00 დიმიტრი ქუმსიშვილი რუსთავში, მაზნიაშვილის 2-ში მდებარე „კონტრაქტშენ სერვისეწვევა, რომელიც განსაკუთრებული სირთულის ლითონის კონსტრუქციებს, ხიდებს და გვირაბებს აწარმოებს, ხოლო 12.30 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი რუსთავში, მშვიდობის ქუჩა 80-ში მდებარე შპს „ჯი არ სის“ დაათვალიერებს, რომელიც სენდვიჩპანელებს უშვებს.

12.30ზვიადის გზა უფლის სახელით “  ავთნდილ იოსელიანიზვიადის გზა უფლის სახელით მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, მზია ნარიმანიძე -მეანაბრეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნატო ფავლენიშვილინაძალადევის რაიონის მაჟირიტარობის კანდიდატი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავენ.

13.00 პარტია “საქართველოს კომუნისტური პარტია- სტალინელები”-ს წევრი თეიმურაზ ხაჩიშვილი საზოგადოებრივი მაწუყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავს.

 თემა “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაიწყება და დამთავრდება ერთ წელიწადში, დევნილების ღირსეული დბრუნება.

13.30 მანუჩარ მაჩაიძე – პარტია „ თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ თემქა-ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი საზოგადეობრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავს. 

17:00 ახმეტის რაიონის ისტორიულ ადგილზე, ხადორში  გაიმართება ფოლკლორული ანსამბლის „ბანის“ კონცერტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი