ახალი ამბები

ომბუსდმენის შეფასებით, ქობულეთში მუსლიმი თემის საკუთრების უფლებაა შეზღუდული

23 სექტემბერი, 2016 • 1597
ომბუსდმენის შეფასებით, ქობულეთში  მუსლიმი თემის საკუთრების უფლებაა შეზღუდული

2016 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს „ქობულეთის წყალს“ მიმართა რეკომენდაციით, რომლითაც დაადგინა, რომ მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა ხდება მისი საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით.

რეკომენდაციის თანახმად, მუსლიმი თემი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს მის მფლობელობაში არსებული შენობით, რომელშიც ბავშვთა სასწავლო პანსიონის გახსნა იგეგმება.  კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე აღნიშნული საკითხის მიმართ  ვერ ხერხდება შენობის წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთება.

“მოპასუხეების განცხადებით, ისინი იძულებულნი არიან წყალგაყვანილობის სამუშაოების შესრულებისგან თავი შეიკავონ, რათა თავიდან აირიდონ მოსახლეობას შორის დაძაბულობა.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მუსლიმ თემს ეზღუდება რელიგიის თავისუფლების სწავლების გზით რეალიზაციის შესაძლებლობა და დაადგინა, რომ ადგილი აქვს პირდაპირ დისკრიმინაციას რელიგიური მოტივით. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მოპასუხეებს მიმართა, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, შენობით სარგებლობა სასწავლო წლის დაწყებისთანავე რომ იყოს შესაძლებელი. ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოუწოდა, რომ უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა,” – აღნიშნულია ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი