ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ დატოვა დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრმა ჩირიკბამ პოსტი

23 სექტემბერი, 2016 • 1276
რატომ დატოვა დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრმა ჩირიკბამ პოსტი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა თანამდებობის დატოვების მიზეზებზე პირველ განცახდებებს აკეთებს:

განცხადების დასაწყისში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურება, სადაც წერია, რომ ჩირიკბამ ევროპის ქვეყნებში შეუზღუდავად შესვლის გამო დეპორტაციის საფრთხის თავიდან ასაცილებლად დნესტრისპირეთის მოლდოვურ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტზე უარი თქვა.

“თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემ მიერ მინისტრის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება დნესტრისპირეთში წასვლამდე ბევრად ადრე იყო  მიღებული. ვიზიტამდე ერთი თვის განმავლობაში და მის შემდეგაც პრეზიდენტი და პრემიერი ძალისხმევას არ იშურებდნენ იმისთვის, რომ მათ მიერ შერჩეული კანდიდატურებიდან რომელიმე მაინც დაეთანხმებინათ მინისტრის პოსტზე. პრაქტიკულად ყველა მათგანმა უარი თქვა და სწორედ ამან გამოიწვია ჩემი თანამდებობიდან დათხოვნის გაჭიანურება. რაიმე წერილობითი განკარგულებისა და ჩემთან სატელეფონო კავშირის გარეშე, პრეზიდენტმა პროტოკოლის ხელმძღვანელის მეშვეობით დნესტრისპირეთში წასვლა დამავალა”, – აცხადებს ყოფილი მინისტრი.

ჩირიკბა ამბობს, რომ რამდენიმე მისი მცდელობა, ხაჯიმბას შეხვედროდა და ვიზიტითან დაკავშირებული საკითხები განეხილა, უშედეგო აღმოჩნდა.

“ვიზიტამდე ჰიპერტონიის სერიოზული შეტევა მქონდა. ასეთ დროს მე არ შემეძლო მრავალჯერადი გადაფრენებით მოგზაურობა”.

ჩირიკბას თქმით, ის კვლავ დაუაკვშირდა პრეზიდენტ ხაჯიმბას, თუმცა, ისევ უშედეგოდ.

“ასეთ ვითარებაში, მინისტრის მოადგილეს, გენერალ ოლეგ არშბას ვთხოვე წასულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებებში. მალევე პრემიერ-მინისტრმა დამირეკა, რომელმაც ჩემი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების იგნორირებით, სრულიად მიუღებელი უხეში ტონით თვითნებურ ქცევაში დამადანაშაულა. ამ საუბრის შემდეგ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარება გაუარესდა. რაც შეეხება დნესტრისპირეთში ვიზიტს, მე უარი არ გამომითქვამს. ეს არის საბაბი და არა მიზეზი ჩემი გათავისუფლების. ნამდვილი მიზეზები ჩემთვის უცნობია, თუმცა  კარგად იციან პრეზიდენტმა, მისმა პრემიერმა და მათმა მრჩევლებმა. ასეთ ვითარებაში გადადგომის შესახებ ჩემი გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც 31 აგვისტოს წერილობითი სახით გადაცემული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 19 სექტემბერს პრეზიდენტთან შეხვედრის ბოლო მცდელობა მქონდა, არც მაშინ აღმოაჩნდა დრო. მაშინ უკვე დავემშვიდობე კოლექტივს და ეს განცხადება გამოვაქვეყნე”.

თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ვიაჩესლავ ჩირიკბამ 20 სექტემბერს გამოაქყვენა:

“შექმნილ ვითარებაში აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. იმედს ვიტოვებ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი დარჩება”, – ეს მცირე განცხადება გააკეთა თავად ჩირიკბამ გადადგომის დღეს.

21 სექტემბერს კი ჩირიკბას გადადგომის მიზეზზე განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“საჭიროდ მივიჩნევთ, აღვნიშნოთ, რომ ვიაჩესლავ ჩირიკბას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არდანიშვნის მთავარი მიზეზი არის დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში მიმავალი აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელობაზე უარის თქმა. ვ. ჩირიკბამ თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ მოლდოვიდან მისი დეპორტაციის შემთხვევაში, ევროპის ქვეყნებში შესვლასთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა, საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლის მიუხედავად, უცვლელი რჩება, რამდენადაც აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პრეზიდენტი და არა მინისტრი “, – წერია დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვიჩესლაც ჩირიკბას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2011 წლიდან ეკავა.

ჩირიკბა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აფხაზური მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი