ახალი ამბები

„თანამდებობისთვის შეუფერებელი “ ყოფილი პოლიციელი ლევან ვარშალომიძის მრჩევლად

30 მაისი, 2012 • 1116
„თანამდებობისთვის შეუფერებელი “ ყოფილი პოლიციელი   ლევან  ვარშალომიძის მრჩევლად

სამსახურიდან სკანდალურად დათხოვილი აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი  ლევან ვარშალომიძის აპარატში მუშაობს. ის უკვე ერთი თვეა ლევან ვარშალომიძეს  რჩევებს აძლევს. ოფიციალურად მისი თანამდებობრივი სტატუსია –  მრჩეველი უკრაინის, მოლდოვეთის, ბელორუსიის ქვეყნების   საკითხებზე. აჭარის მთავრობის პრესამსახურში  „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ამ ქვეყნებიდან ინვესტიციების და ტურისტების მოზიდვაზე იმუშავებს.

 

ამჟამინდელი მრჩევლის და ყოფილი პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის ოფიციალური მიზეზი ჟურნალისტთან ინციდენტი  გახდა.  „ტვ 25“- ის ჟურნალისტ  თეონა თურმანიძეს და საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს შორის ინციდენტი  16 თებერვალს მოხდა. ჯონი ბაკურიძემ გადამღებ ჯგუფს  ვიდეოკამერა  მაშინ წაართვა, როდესაც ისინი პატრულის მუშაობაზე რეპორტაჟს  ამზადებდნენ.   ჟურნალისტის  თქმით, საპტრულო პოლიციის უფროსმა  მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა   
მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა,  შოთა  ხიზანიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ჯონი ბაკურიძემ  პოლიციელისთვის შეუფერებელი   საქციელი ჩაიდინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება ბაკურიძის დათხოვნის შესახებ  მომხდარიდან  დაახლოებით ერთ საათში მიიღო. ფაქტზე სწრაფად რეაგირებამ ეჭვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად უკავშირდებოდა თუ არა  პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნა ჟურნალისტის შერაცხყოფის ფაქტს, თუ ეს გადაწყვეტილება ადრე იყო მიღებული და 16 თებერვალს გაჟღერდა.

 

თეონა  თურმანიძემ მაშინ  ამ ფაქტის გამო საჩივარი პროკუტარაში შეიტანა და,  როგორც თავად  ამბობს,  ოფიციალური პასუხიც მიიღო, რომ ამ „ინცედენტს რეაგირება უკვე მოჰყვა “. სამსახურიდან ოფიციალურად, შეუფერებლი საქციელისთვის  დათხოვნილი პოლიციელი ლევან ვარშალომიძის რიგით  მეექვსე მრჩეველია.

 

აჭარის მთავრობის  აპარატში მრჩეველთა საბჭოს განყოფილებაა, რომელსაც ყოფილი  ბათუმის  არქიტექტორი  დავით  ზოიძე ხელმძღვანელობს. მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან:  ყოფილი პარლამენტარები, პარტია  „აღორძინების“ ყოფილი წევრები – ანზორ გოგიტიძე და ოთარ ღორჯომელაძე, ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ნუგზარ მგელაძე, მინისტრის ყოფილი მოადგილე ნუგზარ ჩხეიძე  და ბეჟან ბოლქვაძე.

ჯონი ბაკურიძე ლევან ვარშალომიძის რიგით  მექვსე მრჩეველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი