ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის ქალაქ შარლოტში

22 სექტემბერი, 2016 • 1277
საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის ქალაქ შარლოტში

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ შარლოტში, სადაც საპროტესტო აქციები ორი დღეა გრძელდება და პროტესტი სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აქციის მონაწილეები პოლიციელის მიერ აფროამერიკელი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებენ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ კიტ ლამონტ სკოტი საკუთარ მანქანაში წიგნს კითხულობდა, როცა პოლიციელი მიუახლოვდა და ესროლა. თუმცა, სამართალდამცავის თქმით, სკოტი შეიარაღებული იყო. კიტ ლამონტ სკოტი გუშინ ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აქციის მონაწილე შარლოტში ფოტო: EPA/CAITLIN PENNA

აქციის მონაწილე შარლოტში
ფოტო: EPA/CAITLIN PENNA

საპროტესტო აქციაზე დაშავდა რამდენიმე და დაიჭრა აშშ-ის ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია. დაჭრილის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე შეცვალა ქალაქის მერიამ. მერიის თავდაპირველი ინფორმაციით, დაჭრილი გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით უწყებამ ინფორმაცია შეცვალა. პოლიციის თქმით, იგი აქციის მონაწილე სამოქალაქო პირმა დაჭრა და არა სამართალდამცავმა. დაშავებულთა შორის არიან პოლიციელებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი