ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი და ნაურუს დელეგაცია ახალგორში ეკლესიის გახსნაზე

21 სექტემბერი, 2016 • 2212
თიბილოვი და ნაურუს დელეგაცია ახალგორში ეკლესიის გახსნაზე

2016 წლის 21 სექტემბერს ახალგორში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა, ახალი ეკლესია გაიხსნა.

ეკლესიის გახსნას რაიონში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე, ნაურუს [2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა] დელეგაციები დაესწრნენ.

ეკლესია ადგილობრივი ბიზენესმენების, ამჟამად რუსეთში მცხოვრები ჯამბულ ქარქუსოვისა და ხსარ ვანევის ფინანსური დახმარებით აშენდა. ახალი ეკლესიის გახსნაზე სასულიერო პირები დროებით ალანიის ეპარქიიდან [ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან] ჩამოვიდნენ. გახნის შემდეგ ეკლესიის ფუნქციონირება დროებით შეუძლებელი იქნება, რადგან შიდა სამუშაოები არ დასრულებულა. ცხინვალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, იაკობ ხეთაგუროვის ინფორმაციით, ღვთისმსახურების სრულყოფილად ჩატარება, სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

სტუმრებისთვის დღის ბოლოს რესტორანში სადილი გაიმართა.

ნაურუს დელეგაცია ახალგორში ეკლესიის გახსნაზე ; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

ნაურუს დელეგაცია ახალგორში ეკლესიის გახსნაზე ; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

ეკლესიის გახსნა ახალგორში 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

ეკლესიის გახსნა ახალგორში 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

ლეონიდ თიბილოვი; ეკლესიის გახსნა ახალგორში 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

14408348_687430774742703_418903240_o

მასალების გადაბეჭდვის წესი