ახალი ამბები

კელი: ვისურვებდი, არჩევნები აშშ-შიც ისეთივე პრობლემაზე ორიენტირებული იყოს, როგორც აქ

21 სექტემბერი, 2016 • 1233
კელი: ვისურვებდი, არჩევნები აშშ-შიც ისეთივე პრობლემაზე ორიენტირებული იყოს, როგორც აქ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას აფასებს და აცხადებს, რომ საერთო ჯამში, პროცესი კონკრეტულ პრობლემებზეა ორიენტირებული.

“ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელობანია და, ვფიქრობ, ამას ხელისულფება და სამოქალაქო საზოგადოება აცნობიერებს. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა გამოხატოს ქართველი ხალხის ნება და ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა იყოს სრულიად თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო. ზოგადად, ვფიქრობ, სასიამოვნოა, რომ საარჩევნო კამპანიების ტონი არის კონკრეტულ პრობლემებზე ორიენტირებული. ვფიქრობ, ბევრ შემთხვევაში ეს არის სამაგალითო, თუ როგორ უნდა ტარდებოდეს საარჩევნო კამპანია. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს პარტიებთან, ვიცით, რომ იყო დაშინების შემთხვევებიც და ჩვენ ამაზე გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას. მაგრამ, მთლიანობაში, ვისურვებდი, რომ არჩევნები იყო ჩვენთან, აშშ-შიც, ისეთივე პრობლემაზე ორიენტირებული, როგორც არის აქ,” – განაცხადა იან კელიმ.

ელჩმა ეს განცხადება დღეს, 21 სექტემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გამოცხადებული ინოვაციების კონკურსის გახსნაზე გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი